სოფელი საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის დასავლეთ ნაპირას. დაარსებულია 1924 წელს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხულგუმოდან გადმოსული მოსახლეობის მიერ. სოფელი თავდაპირველად ტამბოვკის უბანი იყო, 2014 წლამდე კი დამოუკიდებელ სოფლის სახით შედიოდა ტამბოვკის თემში.
ახალ ხულგუმოში მოქმედებს რუსულენოვანი საჯარო სკოლა, რომელსაც ის სოფელ ტამბოვკასთან იზიარებს. ამ უკანასკნელისაგან ახალ ხულგუმოს ყოფს მცირე ზომის მდინარე, რომელსაც ადგილობრივები ზოგჯერ „ჩაშკას“ უწოდებენ. ტამბოვკის მოსახლეობა ისტორიულად რუსული, დუხობორული იყო, თუმცა ХХ-საუკუნის ბოლოსთვის საქართველოდან დუხობორების უმეტესწილად რუსეთის დიდ ქალაქებში მასიური გადინების შედეგად ისინი დღეისათვის სოფელში აღარ ცხოვრობენ. ტამბოვკაში 1924 წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან წამოსული იგივე მოსახლეობა ცხოვრობს. ეს მოსახლეობა ეთნიკურად სომეხი, აღმსარებლობით კი კათოლიკეა, კერძოდ კი სომხურ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი.
ახალი ხულგუმოს მოსახლეობა ჯავახეთის კათოლიკე სომეხთა გბო ჯგუფს განეკუთვნება, რომელშიაც მათ გარდა საკუთრივ ხულგუმოსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიდევ ორი სოფლის, კარტიკამისა და ბავრას მოსახლეობა შედის. ეს ჯგუფი, რომლისთვისაც ტრადიციულად დამახასიათებელი იყო თურქული სალაპარაკო ენა, პავლე ინგოროყვას ცნობით არტაანის მაზრის სოფელი ველიდან არის 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ გადმოსახლებული ჯავახეთში. მისი აზრით, არტაანთან მდებარე სოფელი ველი თავის დროზე, ჯავახეთში გადმოსახლებამდე, ჯერ ენობრივად გათურქებულა, შემდეგ კი კათოლიკურ სარწმუნოებაზე გადასულა, რაც არც თუ ისე იშვიათი იყო გვიანფეოდალური ხანის ოსმალეთის ქრისტიანებისათვის.
demografia
2014 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 169 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი |
2002 |
169 |
|
|
2014 |
|
|
|
|